ქარელის მუნიციპალიტეტში გზის ასფალტირება დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში გზის ასფალტირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად დაათვალიერა სოფელ მოხისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაოები.

“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 500 მეტრამდე ასფალტბეტონის საფარის , სანიაღვრე არხის, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოები სრულდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები