ტრამპის ადმინისტრაცია მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შესახებ ფაილებს აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის შესახებ უამრავი ჩანაწერი გამოაქვეყნა, მათ შორის FBI-ის მიერ მოპოვებული ფარული ფაილები,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, დოკუმენტები, რომელთა საერთო რაოდენობა 230 000 გვერდს შეადგენდა, 1977 წლიდან საზოგადოებისთვის დაბლოკილი იყო.
მარტინ ლუთერ კინგის შვილებს – მარტინ მესამეს და ბერნისს, ფაილების გამოქვეყნების შესახებ წინასწარ ეცნობათ. მათი თქმით, მთავრობის თვალთვალმა კინგს, პირადი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლება წაართვა.
„ვთხოვთ ყველას, ვინც ჩართულია ამ ფაილების გამოქვეყნებაში, გააკეთონ ეს ემპათიით, თავშეკავებით და პატივისცემით ჩვენი ოჯახისადმი. ამ დოკუმენტების გამოქვეყნება უნდა იქნეს განხილული სრულ ისტორიულ კონტექსტში. მამაჩვენი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს საშუალებით ორკესტრირებული აგრესიული, მტაცებლური და ღრმად შემაშფოთებელი დეზინფორმაციისა და თვალთვალის კამპანიის სამიზნე“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
როგორც “ბიბისი” წერს, გამოქვეყნება კოორდინირებული იყო FBI-თან, იუსტიციის დეპარტამენტთან და ეროვნულ არქივთან.
“ამერიკელი ხალხი ათწლეულების შემდეგ იმსახურებს პასუხებს ჩვენი ერის ერთ-ერთი დიდი ლიდერის საშინელი მკვლელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ.
ცნობისთვის, მარტინ ლუთერ კინგი 39 წლის ასაკში, 1968 წლის 4 აპრილს მემფისში მოკლეს.