“თურმე, რუსეთი წყვეტს არჩევნების ბედს ამერიკაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; სად არის მაშინ ცივილიზებული სამყარო, თუ რუსეთს ამხელა შესაძლებლობა აქვს” – მაჭარაშვილი

“თურმე, რუსეთი წყვეტს არჩევნების ბედს ამერიკაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სად არის მაშინ ცივილიზებული სამყარო, თუ რუსეთს ამხელა შესაძლებლობა აქვს, რომ ვინც კი ოპოზიციას უწევს ევროპულ ქვეყნებს და ამერიკას, ამას თურმე რუსეთი მართავს” , – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ვითომ იარლიყის მიწებებით უნდათ, რომ ადამიანები დაამონონ და აიძულონ აზროვნება როგორც თვითონ უნდათ, მაგრამ რეალურად ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინც კი ეროვნულ ინტერესებს წინ წამოსწევს ის არის თურმე რუსეთუმე. გაიცვითა ეს მეთოდი, ასე რომ, ჯობს სხვა რამე მოიფიქროთ მეგობრებო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები