ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.
საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, 29 ივლისიდან – 31 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, სადაც 1 036 მედიკოსია დარეგისტრირებული და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ.