დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო მინისტრი” ევროპარლამენტის რეზოლუციას უშინაარსოსა და რეალობასთან შეუსაბამოს უწოდებს

უშინაარსო რეზოლუციების მიღების სანაცვლოდ, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური რეალობის მიღება იმიერკავკასიაში, – ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთი საგარეო მინისტრი აცხადებს.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეგულაციას, სადაც საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში ევროკავშირთან ასოცირების უპირატესობების “გავრცელებისკენ” მოუწოდებს, ეხმაურება.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მცდელობები არსებული დაბრკოლებების დასაძლევად და შეეცადოს გაავრცელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის სარგებლობის შესაძლებლობა დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, ახალი შესაძლებლობების შესახებ კომუნიკაციების გაუმჯობესების გზით, რომელიც გამომდინარეობს ადგილობრივ დონეზე, სოციალური პროექტების სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან.
სოხუმში ევროპარლამენტარებს შეახსენეს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკა არ არის შეთანხმების თანამონაწილე ევროკავშირთან და არც სურს მონაწილეობა.​
“შესაბამისად აფხაზეთის რესპუბლიკა ვერ დაექვემდებარება შესაბამის შეთანხმებას, რომელსაც მის ტერიტორიაზე არ აქვს იურიდიული ძალა. ზემოხსენებულის თანახმად, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის შეშფოთებას იწვევს. ამასთან ერთად, მსგავსი მოწოდების მოტივებიც ცხადია, თუკი განვიხილავთ მორიგი ” მშვიდობიანი ინიციატივის” ფარგლებში თბილისისა და მისი ევროპელი მეგობრების მხრიდან”, – აცხადებენ დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო უწყებაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები