BBC: რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)
BBC-მ რუსული მედიისა და რუსი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოსდა, საქართველოში მდებარე აშშ-ს მიერ დაფინანსებულ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდები მიმდინარეობს და მოსახლეობას შეუმოწმებელ, უცნობ პრეპარატებს აძლევენ, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების პირველი მიზეზი საქართველოს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის განაცხადებები და მის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები იყო, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას შეუმოწმებელ უცნობ პრეპარატებს აძლევდნენ.
BBC-ის კორესპონდენტი გიორგი ხატელიშვილს ესაუბრა, ის ერთ-ერთია რომელმაც ეს დოკუმენტაცია შეადგინა. ამასთან, ხატელიშვილი 2015 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
“ეს პროგრამა ცნობილი იყო მთელი მსოფლიოსთვის და ემსახურება საქართველოში C ჰეპატიტის ლიკვიდაციას. უცნაურია, რომ ბატონმა გიორგაძემ ეს დოკუმენტაცია წარადგინა მტკიცებულებად, ვინაიდან ამ პროგრამის მეშვეობით ჰეპატიტისგან 3600 ადამიანი განიკურნა და მხოლოდ 200 ადამიანი დაიღუპა, ან უკუჩვენება მისცა”,- აცხადებს ხატელიშვილი.
BBC-ის გამოძიებით ირკვევა, რომ ეს ამერიკული პრეპარატი, რომელიც საქართველოში პროგრამის მიხედვით გამოიყენებოდა, შემოწმებული და ნებადართული იყო.
რაც შეეხება მოსკოვის ვარაუდს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ხელისუფლების მიერ კი იმართება, მაგრამ აშენებულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ შენობის მთელი ორი სართული ამერიკელ სამხედროებს ეკუთვნით, მის გასაქარწყლებლად ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, BBC-ის კორესპონდენტს მთელი შენობა დაათვალიერებინა.
რუსეთი ასევე, დარწმუნებულია, რომ ლაბორატორია დრონების შემუშავებაზე მუშაობს, რომლებსაც დაავადებების გავრცელება შეეძლებათ.
“მაგრამ სად არის მტკიცებულებები, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, მათ შეუძლიათ გვაჩვენონ მტკიცებულებები?”, – აცხადებს გამყრელიძე.
როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაში კორესპონდენტი ამბობს, მთელი პრობლემა ამ ცრუ ინფორმაციისა არის ის, რომ საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს მანამ, სანამ ჩვენ არ დავუკვირდებით და დაწვრილებით არ შევისწავლით მას. როგორც აღმოჩნდა, ამ სიმართლის მოსკოვური ვერსია, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.BBC-ის კორესპონდენტი ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, ესაუბრა.
“იცით, თუ კი თქვენ ახლა არ გაქვთ მტკიცებულებები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობენ, მეთანხმებით?”- აცხადებს მარია ზახაროვა.
იგორ გიორგაძესთან დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა მას მტკიცებულებები, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ცდები ტარდებოდა მან განაცხადა – “არა, მე არ მაქვს საერთოდ არანაირი სურვილი, რომ ეს ვამტკიცო, მე ვსვამ კითხვებს”.
(ჟურნალისტი) -გამოდის რომ ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა?
– “არ ვიცი, არ ვიცი”,- აცხადებს იგორ გიორგაძე.
რუსეთის საგარეო უწყებამ და თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მედიას განუცხადეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ლუგარის ლაბორატორიაში გამოყენებულია უცნობი პრეპარატები, რის გამოც ბევრი ადამიანი დაიღუპა.
აშშ რუსეთს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს, ვინაიდან რუსეთს სურს, რომ ისეთი ინციდენტებიდან, როგორიცაა სკრიპალების მოწამვლა ყურადღება გადაიტანოს.