შოთა ხაბარელი: საზოგადოებაში სულ სხვა მუხტია, ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ნაცმოძრაობა“ უკან დაბრუნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის განაცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
ამის შესახებ ხაბარელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრსკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შანსები ძალიან დიდი აქვს „ქართულ ოცნებას“ , სალომე ზურაბისვილს. მიწევს ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამგორის მეცამეტე ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრა, სულ სხვა მუხტია, მათ მიიღეს ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, კახი კალაძემ. იყო შეცდომები, ამ შეცდომებზე გაამახვილეს ყურადღება და ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ხელისუფლება უსმენს ხალხს, ხალხის პულსზე უდევს ხელი და მოთხოვნებსაც გაითვალსწინებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურს მოვიგებთ დიდი უპირატესობით. შეხვედრებიდან ჩანს საზოგადოების მუხტი, ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს უკან“ – განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები