სპორტის დეპარტამენტის უფროსი: ვაშაძის განცხადება იმის გამო გაკეთდა, რომ სპორტული საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს

ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ სპორტის დაფინანსების შესახებ განცხადება იმის გამო გააკეთა, რომ ვერ მოახდინეს სპორტული სამყაროს და საზოგადოების მხარდაჭერა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დოლაბერიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ვაშაძის განცხადებას სპორტული საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს.
„სპორტი უდიდესი სოციალური მოვლენაა. განსაკუთრებით ჩვენაირი ერებისთვის სახელმწიფო იდეოლოგიის ტოლფასია. რა გამოწვევებიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია , ძალადობის წინააღმდეგ, დანაშუალის წინააღმდეგ პრევენცია, სხვადასხვა მავნე გადახრების წინააღმდეგ პრევენცია , მაგალითად ნარკომანიის, იმ მავნე ზეგავლენის პრევენცია რაც ხდება დღეს ჩვენს ახალგზრდობაზე, არის სპორტი, ფიზიკური აღზრდა. ეს მართლაც უმნიშვენლოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, მომავალი თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, სპორტი ქევყნის სავიზიტო ბარათია. ხშრიად ჩვენნაირი ქვეყნებისთვის სპორტში გამრჯვება სამხედრო გამარჯვების ტოლფასიც კი არის. ხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენისთვის და ქვეყნის მეთაურისთვის იწევა ქვეყნის დროშა და ჟღრს სახელმწიფო ჰიმნი.
ძალიან ვწუხვარ მისი ამ შეხედულებების გამო, იმედი მაქვს, რომ სპორტული საზოგადოება და სამყარო ამას ადეკვატურად შეაფასებს“- განაცხადა დოლაბერიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სპორტი დეპოლიტიზებულია.
„ყველა კარგად ვხედავთ ფეხბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებს . პროგრამულ დაფინანსებაზე გადასვლა არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ისე, როგორც აქამედე იყო, აქამდე სპორტის დაფინასება ხდებოდა მინისტრის შეხედულებებისამებრ , რომელი სახეობისტვის და ფედერაციისთვის მიეცათ დახმარება იმიტომ, რომ სპორტი 2012 წლამდე ხშირ შემთხვევაში იყო პოლიტიკური და ფინანსური გავლენების გადანაწილების სფერო.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა სპროტში დახარჯული თანხის სისულელეზე არამედ პირიქით, გაორმაგებზე. ევროკავშირის მონაცემებით სპორტში დახარჯული 1 ევრო უდრის 12 ევროს ეკონომიას ჯანდაცვაში . ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისფლებამ და იმ ადამიანებმა, ვინც ხელისუფლებაში აპრიბენ მოსვლას. მგონია, რომ ეს განცხადება იყო იმის გამო, რომ ვერ მოახდინეს სპორტული სამყაროს და საზოგადოების მხარდაჭერა.
2012 წლის შემდეგ ერთერთი მთავარი, რაც გაკეთდა ეს არის სპორტის დეპოლიტიზება. სპორტსმენები ისე აქტიურად ჩართული არ არინ პოლიტიკურ მოვლენებში როგორც ადრე იყვნენ“- განაცხადა დოლაბერიძემ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სპორტის დაფინანსების პროგრამები ფუფუნებაა. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა.
“ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები, რომლებიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვონ. დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების – წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ”, – თქვა ვაშაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები