“სახელმწიფო უწყებები სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ”

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მიმართავს. მისი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის გარემო ძალადობასა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე იყოს ორიენტირებული.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა სატელიტებმა ის შეძლეს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის გარემო ძალადობასა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზეა ორიენტირებული. მესმის, ამ ადამიანებს რა ამოძრავებთ და სიტუაციის დაძაბვას რატომ ცდილობენ. სალომე ზურაბიშვილმა ამ ყველაფერს ცივილური პასუხი გასცა და სახელმწიფოს მიმართავს, მისი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებები მის განცხადებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ”, – აღნიშნა თალავაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები