რუსეთის საგარეო უწყება: ჩვენ ვეხმარებით ოსეთს საქართველოსთან არსებული საზღვრის დაცვაში
იმიერკავკასიაში რთული რეგიონალური ვითარება ძალიან აქტუალურია რუსეთისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სფეროში.
ამის შესახებ კომენტარს რუსეთის საგარეო სამინისტროში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების მინისტრის, დიმიტრი მედოევის, მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აკეთებენ.
რუსეთის საგარეო სამინისტროში, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთი ე.წ. სამრეთ ოსეთს მყარად უდგას გვერდში და ეხმარება საგარეო პოლიტიკის საერთაშორისო პოზიციაზე გამყარებაში, ასევე, კონტაქტების გაფართოებაში სხვადასხვა ქვეყნებთან.
“ორმხრივ შეთანხმებაზე დაყრდნობით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენი მესაზღვრეები ეხმარებიან საქართველოსთან არსებული საზღვრის დაცვაში”,- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.