კალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ეს უკვე მეტისმეტია

“ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია რომ არაფერი მიკვირს, მაგრამ დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ეს უკვე მეტისმეტია”,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
კალაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
„პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან. მისი თქმით, იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები