მამუკა გორგოძე: 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ძალა ერთობაშია
ვეტერანი მორაგბე მამუკა გორგოძე გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე.
„8 მაისს, 17:00 საათზე, თბილისი არენაზე ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია“, – აცხადებს მამუკა გორგოძე.