საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ჩინეთში აზიის კულტურული თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის გიორგი მირცხულავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ბიუროს ორგანიზებით გამართულ აზიის კულტურული თანამშრომლობის ფორუმში (ACCF+ 2025).
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების პანელზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი მირცხულავამ ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოთქვა კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა, როგორც ჩინეთთან, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილეს, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ბიუროს ხელმძღვანელს, სლოვაკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურის მინისტრის მოადგილეს და სხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს.
შეხვედრებზე გამოითქვა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის წარმოჩენას საზღვარგარეთ და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების დამყარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები