იერუსალიმის მახლობლად მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – ისრაელში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

იერუსალიმის გარშემო მთებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, ისრაელმა საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, მაშველები აცხადებენ, რომ ადგილზე ხანძრის ექვსი კერაა, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია კონტროლს არ ექვემდებარება.

ძლიერი ქარის გამო ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის ქარის სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება – საშუალოდ 100 კმ/საათამდე და შესაძლოა, მიმართულებაც შეიცვალოს.

ამჟამად იერუსალიმი ფაქტობრივად ხანძრის ბლოკადაშია. ქალაქიდან გასასვლელად მხოლოდ ერთი მაგისტრალია გახსნილი, არის საცობები და ხალხმრავლობა.

კიდევ ერთ მაგისტრალზე – მაგისტრალ 1-ზე, რომელიც ქვეყნის ცენტრს იერუსალიმთან აკავშირებს, ასობით მანქანაა მიტოვებული.

ისრაელის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ეს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მასშტაბური ხანძარია.

იერუსალიმის გარეუბნებში ხანძრის ეპიცენტრიდან ექვსი დასახლება ევაკუირებულია. 16 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები