კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი „გეგმა B“-ს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა

ევროკავშირი „გეგმა B“-ს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა და რუსეთთან დაახლოებას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საკითხი იმაზეა, ამერიკელებს გასვლა ენდომებათ თუ არა. ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი ფიქრობენ, უნდა მიატოვონ თუ არა უკრაინა და ეცადონ თუ არა რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ვინაიდან ეს რთულია“, – აღნიშნა კალასმა.

მანვე დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაშინგტონსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქციები ძალაში დარჩეს.​​​​​​​​​​​​​​​​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები