ცნობილი მევიოლინის, როდამ ჯანდიერის ხსოვნის საღამო გაიმართა

დღეს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კონსერვატორიის პროფესორის, მევიოლინე როდამ ჯანდიერის ხსოვნის საღამო გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, როდამ ჯანდიერი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, აღზრდილებმა და ახლობლებმა.
ღონისძიების განმავლობაში დამსწრეებმა იხილეს მისი ბავშვობის დროინდელი ბრწყინვალე შესრულებიდან დაწყებული ბოლო პერიოდში გადაღებული სხვადასხვა უნიკალური ვიდეომასალა.
მუსიკალურ ფონად კი მხოლოდ მის მიერ შესრულებული ნაწარმოებები ჟღერდა.
საღამო წამყვანი იყო მუსიკის ისტორიკოსი თამარ წულუკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები