გიორგი ვოლსკი: რას შეიძლება გულისხმობდეს მარტა კოსი? – არ ვიცი და დარწმუნებული არ ვარ, რომ თვითონაც ზუსტად იცის

“რას შეიძლება გულისხმობდეს მარტა კოსი? არ ვიცი და დარწმუნებული არ ვარ, რომ თვითონაც ზუსტად იცის”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ, შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.

ვოლსკის თქმით, სადაც კავშირი წყდება იმ სივრცეს აუცილებლად ვინმე სხვა დაიკავებს.

„რას შეიძლება გულისხმობდეს მარტა კოსი? – არ ვიცი და დარწმუნებული არ ვარ, რომ თვითონაც ზუსტად იცის იმიტომ, რომ არ შეიძლება თვითონ გაწყვიტო კავშირი მთლიანად და სადაც კავშირი წყდება იმ სივრცეს აუცილებლად ვინმე სხვა დაიკავებს. მით უმეტეს 20% ტერიტორიებისა ოკუპირებულია და ასეთ თემაზე მსჯელობისას, რასაკვირველია, ჩვენ დაგვტოვონ მარტო პირისპირ საოკუპაციო ძალასთან ეს არის არა თუ უნამუსობა, არამედ ორმაგი სტანდარტის ის ხარისხი, რომელიც ბავშვებს სკოლაში და საბავშვო ბაღში უნდა ასწავლო, რომ დაუშვებელია. ასე რომ, აქ არის გარკვეული თემები, იგივე კალასსაც ეხება, იგივე მისი ქმრის ბიზნესს  რუსეთში და ბევრი სხვა თემებია, რომლებზეც შეგვიძლია ვრცლად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები