პიარტექნოლოგი: ვაშაძის რუსული შავი პიარის ავტორები მიზანს მაინც აღწევენ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, “ძალა ერთობაშია”, წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის რუსული შავი პიარტექნოლოგები ჩართო, რომლებიც დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წისქვილზე ასხამს წყალს.
გრიგოლ ვაშაძის პიარკონსულტანტებს, სვარაუდოდ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის თვალსაზრისით, დიდი გამოცდილება აქვთ, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პიარის სპეციალისტმა, მანანა ჯორჯიაშვილმა ისაუბრა.
მანანა ჯორჯიაშვილის თქმით, რუსული შავი პიარის გამოყენება საზოგადოებისთვის არასახარბიელოა.
“პიარის გამოყენება გაშავების თვალსაზრისით დაიწყო რუსეთმა. ზუსტად ეს რუსული შავი პიარის ავტორები ჰყავთ ჩამოყვანილი და მგონია რომ მაინცდამაინც კარგი გზით არ მიდის საზოგადოებისვთის და არა იმ კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის. ფაქტია, რომ ისინი თავის მიზანს, ასე თუ ისე, აღწევენ”, – განაცხადა მანანა ჯორჯიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები