ლავროვი და მედოევი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი რუსეთს “სამუშაო ვიზიტით” ეწვევა. ის მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატის ვიზიტი 11-13 ნოემბერს შედგება.
“12 ნოემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, სერგეი ლავროვი და დიმიტრი მედოევი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში დაყენებულ საკითხებს განიხილავენ და აზრებს გაცვლიან”, – აცხადებს ზახაროვა.
ისინი ასევე განიხილავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გამაგრებას მოსკოვსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის ურთიერთობებში. ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ისინი განიხილავენ, უსაფრთხოებისა და იმიერკავკასიაში სტაბილიზაციის საკითხებსაც.