სალომე ზურაბიშვილი: “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები ლიკვიდაციით გვემუქრებიან

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას და მის შვილებს შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. პრეზიდენტობის კანდიდატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.

“ბოლო დღეებში – კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს – განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის – და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტ…”,”თქვენს სისხლს დავლევ”.

მუქარა რეალურია, რადგან ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან – ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსებისა და თავდადების სიმბოლოა.

სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.

მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთად დაიცვან, წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამა წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები