საქართველოს საგარეო უწყება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ორგანიზებულ ე.წ. არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გამართული “არჩევნების” თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 11 ნოემბერს უკრაინის განუყოფელ, აღმოსავლეთ რეგიონებში – ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში” ორგანიზებულ ე.წ. არჩევნებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 11 ნოემბერს უკრაინის განუყოფელ, აღმოსავლეთ რეგიონებში – ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში” ორგანიზებულ ე.წ. არჩევნებს. მსგავსი უკანონო “არჩევნების” ჩატარება რეგიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის გამო, უკრაინის ხელისუფლება ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს უკრაინის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას. აღნიშნული სრულად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები