მამუკა მდინარაძე: არანაირი აქცია ჩვენი და ჩვენი მომხრეების მხრიდან დაგეგმილი არ არის

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას – ,,მე მჯერა ივანიშვილის“ ეხმიანება და მას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ტყუილს, ,,ფეიქნიუსს“ უწოდებს.
,, ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია გაჯერებულია ტყუილებით, ეგრეთ წოდებული ,,ფეიქნიუსებით“, რომელსაც გვთავაზობს “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა მედიასაშუალებებით. ამ ბოლო დროს, უფრო მეტად გააქტიურდნენ და ესეც არის ერთ-ერთი ასეთი ფეიქი, რომელიც არ ვიცი რის საილუსტრაციოდ სჭირდებათ. ისინი აანონსებენ რაღაც აქციას, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახელით და ამით ცდილობენ ალბათ, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აჩვენონ საზოგადოებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, რადგან ბუნებრივია, ასეთ არაორგანიზებულ აქციაზე ადამიანები არ მივლენ. არანაირი აქცია, არანაირი აქტივობა ჩვენი მომხრეების მხრიდან დაგეგმილი არ არის. მოვუწოდებ საზოგადოებას, არ წამოეგონ “ნაციონალური მოძრაობის” მიზანმიმართულ ტყუილებს და არ გააკეთონ დასკვნები მსგავსი ,,ფეიქნიუსებიდან“ გამომდინარე”, -აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები