ლევან კობერიძე: არანაირი შემხებლობა სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან – ,,მე მჯერა ივანიშვილის“ „ქართული ოცნებას” არ აქვს

“არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას” სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან – ,,მე მჯერა ივანიშვილის“ არ აქვს”, – ასე ეხმიანება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას – ,, მე მჯერა ივანიშვილის“.
კობერიძის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ არიან აღნიშნული აქციის ორგანიზატორები.
„ამ აქციასთან დაკავშირებით, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ეს აქცია არანაირ შემხებლობაში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი. შესაბამისად, ჩვენ ვართ მმართველი გუნდი და აქციების მოწყობა ჩვენი მოსახლეობისათვის არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისად კამპანია, რომელსაც ვაწარმოებთ, სადაც კეთდება ყველა განცხადება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია.
რაც შეეხება ორგანიზატორებს, არ ვიცი, ვინ არიან ორგანიზატორები და შესაბამისად, არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას“ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ჩვენს მხარდამჭერებს აქციასთან არ აქვთ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები