რატი იონათამიშვილი: მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მოსახლეობაში არსებული ყველა საჭიროება იყოს გათვალისწინებული და მეორე ტურის შედეგებზე ასახული

„ჩვენ სწორად მივიღეთ გზავნილი და ახლა მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის საჭიროება, რაც არსებობს მოსახლეობაში, იყოს გათვალისწინებული და მეორე ტურის შედეგებზე ასახული”, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.
მისი თქმით, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში, ისე ყველა რეგიონულ ორგანიზაციაში.
“რაც ყველაზე მეტად მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, არის ის მუხტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, ჩემთვის ეს არის დამატებითი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები