ტრაქტორისტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ნაღმი იპოვეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რაიონის სოფელ “ხეთაგუროვში” ტრაქტორისტებმა ველზე მუშაობისას აუფეთქებელი ნაღმი იპოვეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამძებრო-სამაშველო დანაყოფის გამნაღმველი გარიკ ხარებოვი ავრცელებს.
მისი თქმით, საქმე 82-მმ ნაღმმტყორცნს ეხება, რომელიც არ აფეთქდა და ის მიწაში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროიდან დევს.
“ნაღმი სასწაულებრივად არ ამოქმედდა, როდესაც ტრაქტორისტებმა ის იპოვეს და თვითნებურად ამოიღეს მიწიდან”, – განაცხადა ხარებოვმა.
მისივე განმარტებით, გამნაღმველები ნაღმს პოლიგონზე გაიტანენ და გააუვნებელყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები