ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოქროს მაგივრად მარიხუანა იპოვეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ოქროსა და ფულის სახლიდან მოპარვის საქმეზე გამოძიების წარმოებისას ჩატარებული ოპერატიული სამუშაოების დროს ეჭვმიტანილის ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი cominf ავრცელებს.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროში აცხადებენ, ამოღებული მარიხუანის წონა 40 გრამს შეადგენს.