საქართველოში ევროკავშირის ელჩი: მკაცრად ვგმობთ, ახალი მავთულხლართების გავლებას
საქართველოში ევროკავშირის ელჩი მა კარლ ჰარცელი სოფელ ატოცში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი გმობს ამ ქმედებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა დაცხრეს და მხარეებს შორის დიალოგი აღდგეს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ახალი მავთულხლართების აგებას „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო წარმომადგენლებისა და რუსეთის მესაზღვრეების მიერ. აშკარაა, რომ ეს ქმედება შეზღუდავს ხალხის უფლებებს, გაყოფს ოჯახებს და ხალხის ცხოვრებას გაართულებს. ვერანაირ საბაბს ვერ ვხედავ ამ ქმედებების განსახორციელებლად. ამ მავთულხლართების აგება ცუდი ჩანაფიქრია. რაც შეეხება იმას თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა დაცხრეს, აღდგეს დიალოგი და ცხელი ხაზის დაბლოკვის საბაბი არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.