“უნდა რცხვენოდეთ, რომ ერთმანეთის ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ საზოგადოებას”

“უნდა რცხვენოდეთ, რომ ერთმანეთის ასეთი ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ პუბლიკას და საზოგადოებას”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ფორმალური გაყოფა ორ პარტიას შორის და დრომ დაადასტურა, რომ ეს მათი მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო.
„არსებობს ადამიანური ფასეულობები, რომელიც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად ნიველირებულია. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი ძმისთვის ეს ფასეულობები ისევ ისეთივეა, როგორიც ადრე გაგვაჩნდა ხოლმე. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივმა ადამიანურმა ფასეულობებმა აბსოლუტურად დაკარგა რამე ღირებულება. ვფიქრობ, სინდისიც კარგი საქონელია. უბრალოდ, უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი ერთმანეთის ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ პუბლიკას და საზოგადოებას. თუმცა, კომენტარებშიც გაიჟღერა, რომ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე დავუახლოვდით ერთმანეთს, თორემ, ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვსო. არ მიმაჩნია, რომ მათ შორის რამე განსხვავებაა და არასდროს მიმაჩნდა, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე გაიყო. ეს იყო ფორმალური გაყოფა და დრომ დაადასტურა, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები