გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ “დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, დაუბრუნებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, თუ ის პრეზიდენტი გახდება.
“მე შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, შევიწყალებ ყველა ქალ პატიმარს, რომლებსაც არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამის გაკეთებას ძალიან სწრაფად ვაპირებ, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში. როგორც იურისტს, მსურს, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. ეს ასეც იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა შესაძლებლობა, იცხოვროს აქ, თავის სახლში, ყვარელში – ეს არის ის, რაც ჩვენ მის მიმართ გვმართებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები