დავით ზალკალიანი: “რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ეს არ იყო საქართველოს საელჩო, ეს არის აბსოლუტურად სხვა შენობა

გვქონდა ძალიან აქტიური კამპანია, ვიდეორგოლებიც წარვადგინეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების დარეგისტრირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობა არ ეძლევათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვქონდა ძალიან აქტიური კამპანია, ვიდეორგოლებიც წარვადგინეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების დარეგისტრირება. ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. „რუსთავი 2-ს” სიუჟეტი ჰქონდა საქართველოს ორ მოქალაქეზე შვედეთში, რომლებიც, თითქოსდა, მივიდნენ შენობასთან, რომელიც დაკეტილი დახვდათ. ეს არ იყო საქართველოს საელჩო, ეს არის აბსოლუტურად სხვა შენობა. ამ სიუჟეტში საუბარი იყო თითქოს არ ეძლევათ შესაძლებლობა დადგნენ რეგისტრაციაზე. ამიტომ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. საქართველოს საელჩომ შვედეთში გააკეთა ამაზე განცხადება. ეს მასალა მივაწოდეთ აღნიშნულ ტელევიზიას, თუმცა სამწუხაროდ არ გაავრცელეს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები