ელისაბეთ რუდი: როგორც ყოველთვის, ახლაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელისაბეთ რუდი სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოძების დამონტაჟების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან და როგორც ყოველთვის, ახლაც მოუწოდებს მას, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციამდე, წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს“, – განაცხადა ელისაბეთ რუდმა.
ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმი ბოძებს ამონტაჟებს, ადგილობრივი მცხოვრებები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს მავთულხლართების გაბმაც მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები