ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა “რესპუბლიკის” საზღვრის გამაგრებითი სამუშაოები განაახლეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საქართველოსთან გამყოფი ზოლის გამაგრებითი სამუშაოები განაახლეს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური აცხადებს, სამუშოები განსაზღვრულია პრობლემური მონაკვეთების გამაგრებისთვის.
“პირველი ნოემბრიდან, სოფელ ბალთა-ზნაურის გამყოფ ზოლზე, 1000 მეტრის სიგრძეზე წინაღობების დამონტაჟების სამუშაოები განახლდა”,- აცხადებენ უწყებაში.