ფონდმა ,,ქართულმა გალობამ“ გალობისა და სიმღერის ოსტატები დააჯილდოვა

გუშინ რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდმა „ქართულმა გალობამ“ საზეიმო კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა – კაცობრიობის საგანძური“ გამართა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა გალობისა და სიმღერის ცნობილმა გუნდებმა და შემსრულებლებმა მიიღეს. ღონისძიებას მუსიკოსი გია ბაღაშვილი უძღვებოდა.
ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ქართული ტრადიციული სიმღერისა და შემოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ ოსტატებს საზეიმო ვითარებაში ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა. ფონდის მიერ ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცათ: ლია სალაყაიას, ნომინაციაში– „ქართული გალობის მოამაგე“; ლელა თათარაიძეს ნომინაციაში „თუშური სიმღერის მოამაგე“; ანსამბლ „კვირიას“ ნომინაციაში „ახალი თაობა“; გომარ სიხარულიძეს ნომინაციაში „ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე“; გელა გუგავას ნომინაციაში „სვანური სიმღერის მოამაგე“ და რეზო ჭოხონელიძეს ნომინაციაში – „საუკუნის ქორეოგრაფი“.
შეგახსენებთ, ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა და ის წლებია, რაც ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ფონდი „ქართული გალობის“ პირველი ღონისძიება – დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გასული წლის 11 ივნისს გაიმართა. მასზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები, რომლებსაც ფონდმა საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები