გამოიცა მხატვარ რადიშ თორდიას ნამუშევრების კატალოგი

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო მხატვრის რადიშ თორდიას პერსონალურ გამოფენა გაიმართა.
გამოფენის გახსნაზე შედგა რადიშ თორდიას ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ერთ თვეს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები