საქართველოში ვირუსული მენინგიტის 107 შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანაში მენინგიტის ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რიცხვმა იმატა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსული მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ფაქტებმა განსაკუთრებით 10 მაისიდან იმატა.
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას, პრევენციის მიზნით, პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს. მედიკოსების თქმით, მენინგიტის სიმპტომები 7- 10 დღე გრძელდება. ინფექციის გადადება შესაძლებელია დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით. ენტეროვირუსული ინფექცია 5 წელიწადში ერთხელ აქტიურდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები