რამდენიმე ქალაქში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.