კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ მომზადებულ სარჩელს სასამართლო განიხილავს

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ მომზადებულ სარჩელს დღეს საქალაქო სასამართლოში განიხილავენ. გურამ ოდიშარიას ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მოსარჩელე მიზანდარი გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ დღევანდელი სხდომით საქმის სასამართლო განხილვა დასრულდება. პროცესზე, რომელიც 15 საათზე უნდა დაიწყოს, მხარეები სიტყვით გამოვლენ და საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები