მუცოს რეაბილიტაცია წელს დაიწყება

 

მუცოს სრული რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მუცოს კომპლექსი არქიტექტორებთან ერთად უკვე მოინახულა.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუცოს რეაბილიტაცია ძეგლის რელიეფის, მდებარეობის და არსებული გარემოფაქტორების გათვალისწინებით, წლის ერთ-ერთი რთული და მასშტაბური პროექტი იქნება. ვიზიტის დროს დაიგეგმა სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი და მუცოს სრული აღდენის მიზნით შესასრულებელი ეტაპები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები