მუხრან ვახტანგაძე: ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი

მუხრან ვახტანგაძე ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი მუხრან ვახტანგაძე წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება”, საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა.
“სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ხვალ, 28 ოქტომბერს, გააკეთებს კიდეც ღირსეულ არჩევანს.
მჯერა, კიდევ ერთხელ ჩავაბარებთ დემოკრატიის ტესტს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი”, – წერს მუხრან ვახტანგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები