ეკა ბესელია: რატომ სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ რომ სამშობლოს ისტორიულ ფესვებთან ერთგულად მდგომია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
“რატომ სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ განათლებულია, გამოცდილია, ლამაზია, მებრძოლია, პრინციპულია, სამართლიანობის დამცველია, სამშობლოს ისტორიულ ფესვებთან ერთგულად მდგომია, კარგი დედა და მეგობარია?! და კიდევ – სალომეს არჩევით ჩემთვის ერთიანდება წარსული და აწმყო მომავალთან და ეს ბმა საოცარ ემოციას და იმედს ქმნის. მე და სალომე წლების განმავლობაში ერთად, გვერდიგვერდ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად. მახსოვს დაუღლელი და უშიშარი. არასოდეს დამავიწყდება როგორ მოდიოდა ყველა სასამართლო პროცესზე, როდესაც ჩემი არასრულწლოვანი შვილი და ძმა დააპატიმრეს და გვერდიდან არ მომცილებია. ყოველთვის მემახსოვრება როგორ გამიკვალა გზა საფრანგეთის მთავრობასთან იმ რთულ დროს. ეს იყო გრძელი, რთული, მაგრამ ყველაფრის დამტევი წლები! ამ წლებმა დააგვახლოვა და ამ ბრძოლამ დაგვამეგობრა ! ეს ემოცია გამოვხატე ჩემთვის და შენთვის. ქალი -დედა საქართველოს პრეზიდენტად მეიმედება!”, – წერს ეკა ბესელია.