ცესკო-ს თავმჯდომარე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა სა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თამარ ჟვანიამ დელეგაციებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს.
დელეგაციების წარმომადგენლები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, იორდანიის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მალდივის, მექსიკის, მოლდოვას, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კორეის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და „დელიან პროექტის“ (The Delian Project) წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები