კასპის მაჟორიტარმა მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მამის სიტყვებით მიმართა

მოდით, ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად გავერთიანდეთ, რათა ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე, – ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას კასპის მაჟორიტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მამას ლევან ზურაბიშვილს ეკუთვნის.
“ეს სიტყვები ნახევარი საუკუნის წინ უთქვამს ემიგრანტი ქართველებისთვის საქართველოს დიდ მოამაგეს, ლევან ზურაბიშვილს, ხვალ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად მისი ქალიშვილი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად მიეცემა საშუალება აღასრულოს სახელოვანი წინაპრების ოცნება და გააგრძელოს მათ მიერ დაწყებული დიდი ქართული საქმე,-განაცხადა კასპის მაჟორიტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები