მარიამ ჯაში: სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები ნათელი მაგალითია იმ ქართველობის, რომელიც ევროპული ღირებულებებით ძლიერდება

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შეჯამებისას მისი შვილების სიტყვით გამოსვლის ვიდეო გაიზიარა, რომელსაც თან საკუთარი მოსაზრებაც დაურთო. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები ნათელი მაგალითია იმ ქართველობის, რომელიც ევროპული ღირებულებებით ძლიერდება.
“ქალბატონი სალომე და მისი შვილები ყველაზე ნათელი მაგალითია იმ ქართველობის, რომელიც კი არ კნინდება, პირიქით, ძლიერდება ევროპული და დასავლური განათლებითა და ღირებულებებით. აღფრთოვანებული ვარ ქეთევანისა და თეიმურაზის პიროვნებებით… და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ სალომეს!”-წერს მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები