თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო, აღნიშნული გზის 1-11 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უსაფრთხოების მიზნით, თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოდგომაზე, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.