თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22-საათიანი სასამართლო განხილვა დასრულდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22-საათიანი სასამართლო განხილვა დასრულდა.

26 საჩივართან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

სულ მალე მოსამართლე გამოაცხადებს, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

ცესკო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

პროცესზე ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტები ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები