ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: მომდევნო თვეებში უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მომავალს განსაზღვრავს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი ფიქრობს, რომ მომდევნო თვეებში უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მომავალს განსაზღვრავს,- ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მიხალი თვლის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა კიევისა და საკუთარი თავის დასაცავად მეტი უნდა გააკეთონ.

ესტონეთის პრემიერის აზრით, რუსეთისთვის ნებართვის მიცემა, რომ უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს, ევროპულ ღირებულებებს ძირს უთხრის.

ესტონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის პარტნიორებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა დაუპირისპირდნენ კრემლისგან მომდინარე საფრთხეს და აჩვენონ ტრამპს, რომ ევროპა უსაფრთხოების საკითხებს სერიოზულად ეკიდება.

„ევროპული სისტემის ბედი, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებსა და წესებზე, გარკვეულწილად გადაწყდება ამ კონფლიქტში“, – აღნიშნა კრისტენ მიხალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები