“არავინ ეკითხება „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალ პარტიებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ან რას იმოქმედებენ, ვის გაუერთიანდებიან ან ვის გამოეყოფიან” – გორდულაძე
“არავინ ეკითხება „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალ პარტიებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ან რას იმოქმედებენ, ვის გაუერთიანდებიან ან ვის გამოეყოფიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, მათ საჩივრები საერთოდ არ დაუწერიათ. არც პირველ ინსტანციაში ჰქონიათ საჩივრები, გარდა ერთისა – „ლელოსი“ და არც სააპელაციო სასამართლოში.
ამ ყველაფერს აკეთებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვნახეთ შედეგი, როგორ ცდილობს საია, არჩევნების დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ რომ გაახსენდათ თურმე ჟონავდა მელანი ბიულეტენის უკან და ცდილობენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ხმის მიცემის ფარულობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.