ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი იმართება

ევროპელი ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში ხვდებიან, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში იღებენ მონაწილეობას.

სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები, ასევე, ლიდერები აშშ-ის არჩევნების შედეგებსაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები