“ვუყურებდით რა ხდებოდა, რას გვემუქრებოდნენ, რა ცილს არ გვწამებდნენ, რა ტყუილებს არ ლაპარაკობდნენ, ვიზებს გაგიჩერებთ, რუკიდან მოგსპობთო, რა მუქარები არ გვესმოდა, აღმოჩნდა, რომ ამის საპირისპიროდ დგას არა მარტო ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, არამედ ამერიკის საზოგადოება” – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებაში მობრუნდა ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ფასეულობები, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი.
“პირველ რიგში, დღეს 7 ნოემბერია, თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს. ამ ლაქას ჩვენი ქვეყანა ძალიან ძნელად მოიშორებს, ეს ოპოზიციის სახეა. ესაა ოპოზიცია, განვითარების, წინსვლის, ღირებულებების, იმ საფუძველზე, დგას, რამაც საქართველო, ქართველი ხალხი დღევანდელ დღემდე მოიყვანა. როგორც მაშინ, დღესაც ისეთივე სისასტიკით ეწინააღმდეგებიან ჩვენს ქვეყანას, ხალხს განვითარებას, უბრალოდ შესაძლებლობა აღარ აქვთ, რომ ეს ფიზიკურ სისასტიკეში გადაიყვანონ. ამას უკვე ბოლო მოეღო, იმიტომ რომ გუშინ აშშ-ში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი გადაწყდა, ისევე როგორც საქართველოში. ამერიკელმა ხალხმა იგრძნო საფრთხე, რომელიც ამ პორნოლიბერალიზმს მსოფლიოში მოაქვს. უამრავი სკანდალი იყო, განსაკუთრებით უკანასკნელი, როდესაც გაირკვა, რომ გარყვნილი და გადაგვარებული მთელი ეს პოლიტიკური ელიტა პედოფილიაში, პორნოგრაფიაში, უბედურებაში იღებდა მონაწილეობას. ეს იყო მასიური ხასიათის. ამერიკის საზოგადოებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს უნდა დამთავრდეს. ამის სახე იყო ბაიდენი, ბლინკენი, შაჰინი, მთელი ეს ბიუროკრატია. კანდიდატ ტრამპს სიცრუის მანქანა დაუპირისპირდა, 435 წელიწადი ემუქრებოდა ყველა იმ საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ იყო აღძრული. ეს იყო სრული აბსურდი, რომ 50 წლის ასაკში მილიარდერ ტრამპს, რომელიც აშშ-ში ყველა სილამაზის კონკურსის დამფუძნებელი იყო, 3 ულამაზესი ცოლი ჰყავდა, უნივერმაღის გასახდელში ასაკოვანი ქალის გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა. ნიუ იორკის სასამართლომ ამაზე განჩინება გამოიტანა. ეს ტოტალური სიცრუე, რომელშიც მთელს მსოფლიოს ამყოფებდნენ, ტრამპთან იყო დაპირისპირებული. ზუსტად ისეთივე მასშტაბის ძალები ქართულ საზოგადოებასთან იყვნენ დაპირისპირებულნი.
გარკვეულწილად, ეს არის პოლიტიკური დიდგორი, რომელიც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მოიგო, როდესაც მილიონ ორასი ათასი კაცი არჩევნებზე მივიდა და თქვა, ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ გარყვნილებას, პორნოლიბერალიზმს, გადაგვარებულ, გახრწნილ პოლიტიკურ ელიტას არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანას, მომავალს, შვილებს, საფრთხე შეუქმნას. პრაქტიკულად, თავი გაწირეს; დაპირისპირება ამ ბოროტების, სიცრუის მანქანასთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბისაა.
ვუყურებდით რა ხდებოდა, რას გვემუქრებოდნენ, რა ცილს არ გვწამებდნენ, რა ტყუილებს არ ლაპარაკობდნენ, ვიზებს გაგიჩერებთ, რუკიდან მოგსპობთო, რა მუქარები არ გვესმოდა, აღმოჩნდა რომ ამის საპირისპიროდ დგას არა მარტო ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, არამედ ამერიკის საზოგადოება. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო და ბაიდენის, ამ გადაგვარებული ადმინისტრაციის ხელში, პრაქტიკულად, მთლიანად დაკარგა თავისი რენომე, მსოფლიოში გავლენა. ეს უბედურება დამთავრდა. ხელისუფლებაში მობრუნდა ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ფასეულობები, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვისაც მნიშვნელოვანია. ესაა მშვიდობა, ამას ქადაგებდა მთელი თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, მეორეა წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, ოჯახური ღირებულებები, მრწამსი, ქრისტიანობა. ეს ყოველთვის ასე იყო. უბრალოდ, მსოფლიოში ისეთი სურათი იყო, რომ გარყვნილებამ წესიერებას აჯობა. ეს ასე არ არის და არასდროს იქნება. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ იდეებს, რითაც ქართული საზოგადოება სულდგმულობს, მსოფლიოში დასაყრდენი ჰყავს. ძალიან მალე ამას, პირველ რიგში, იგრძნობს გადაგვარებული ევროპა, ევროს კავშირის სახით, სადაც შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ საბჭოთა კავშირს წარმოადგენენ. საბჭოთა კავშირში დავიბადე, 35 წლის ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, კარგად მახსოვს უზენაესი საბჭოს სხდომები, სადაც ყველა დეპუტატი ბრეჟნევის 1 სიტყვაზე ხელს სწევდა, ზუსტად იგივე ხდება ევრო-კავშირში, როდესაც 500-550 დეპუტატი ისე აძლევს ხმას რეზოლუციას, რომ არც კითხულობს, შიგნით რა წერია. ესაა პოლიტიკური გადაგვარების სერიოზული ნიშანი, რომელშიც ბიუროკრატიული ევროპა იმყოფება. უკანასკნელი მაგალითია ის, რომ გერმანიის ხელისუფლება ჩამოიშალა. ბერბოკი და შოლცი რომ სათავეში იდგებიან, გასაკვირი არაა, რომ იმ ქვეყანას 0, 25 %-იანი რეცესია აქვს”- განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც სახელმწიფო მმართველი ძალა, ამუშავდება, “ჩვენ პირდაპირ ამის შედეგს ჩვენთან ურთიერთობაშიც ვნახავთ”.
“როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს მსოფლიო რუკაზე, ევროპის რუკაზე, წამყვანი ქვეყნების რიგში, ვინც ძალიან მედგრად, მტკიცედ თავის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ის ღირებულებები დაიცვა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ყოველთვის ახასიათებდა. ეს მოხდა უნგრეთთან, სლოვაკეთთან, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამ ფონზე ბალტიისპირეთის ქვეყნების აბსოლუტური კრახია, როგორც საბჭოთა ტყვეობაში იყვნენ, ისე ლიბერალიზმის ტყვეობაში გადავიდნენ, საკუთარი სახე დაკარგეს, ერთადერთი საქმე საქართველოსთან ბრძოლაა, როგორც ჩანს.
მგონია, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ, როგორც ქვეყანამ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებმა, ეს ყველანაირად ჩანს, დამოკიდებულება, ჩვენდამი პატივისცემა ჩანს, რომელიც ცალსახაა. ამას ვხედავთ იმ სერიოზული პარტნიორების მხრიდან, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს და განვითარებაში ხელს არ გვიშლის. მგონია, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც სახელმწიფო მმართველი ძალა ამუშავდება, ჩვენ პირდაპირ ამის შედეგს ჩვენთან ურთიერთობაშიც ვნახავთ.
ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველო კავკასიაში საკვანძო ქვეყანაა. ამ რეგიონმა სხვადასხვა ასპექტის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა
შეიძინა. ერთ-ერთი ისაა, რომ ესაა ყველაზე მოკლე სატრანზიტო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აერთიანებს. ენერგომატარებლებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული საკითხებია. შეთანხმება, რომელიც შავ ზღვაში კაბელის გაყვანას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის. საერთოდ აზერბაიჯანი, საქართველო, ჩვენი შესაძლებლობები მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ენერგეტიკული შესაძლებლობების თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს პოტენციალი სჭირდება როგორც ევროპას, ისე აზიას”- განაცხადა ხაინდრავამ.