სალომე ზურაბიშვილი: გრიგოლ ვაშაძე თუ ხვალ, დებატებისას დამისვამს კითხვას, იქ ვუპასუხებ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არაფერს უპასუხებს. მისივე თქმით, ამისთვის კარგი საშუალება ხვალინდელი დებატები იქნება.
„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რაიმე პასუხი. ის თუ ხვალ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში დამისვამს კითხვას, იქ ვუპასუხებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, „ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 4 კითხვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები